ახალგაზრდების კეთილდღეობის გაზომვა (MYWEB)

პროექტის მიზანი

მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი ემოციური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ცხოვრების წესის ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში დაიწყოს. თუმცა, ძალიან ცოტა სოციალური და საგანმანათლებლო შედარებითი კვლევები ჩატარებულა ევროპაში ამ მიმართულებით იმისათვის, რომ გაირკვეს რა არის საუკეთესო მიდგომა და პოლიტიკა ეფექტურად შეეწყოს ხელი ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობას. პროექტი მიზნად ისახავს შეისწავლოს ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობა, განათლება, გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება, დასაქმება, დასვენება და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა.


კვლევის დიზაინი

პროექტი - ახალგაზრდების კეთილდღეობის გაზომვა (MYWEB) — მიზნად ისახავს შეისწავლოს მომავალში განმეორებითი გამოკითხვის ჩატარების შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს ბავშვის გაზრდის მთელ პროცესს დაბადებიდან განათლების დასრულებამდე. ასევე, დასაქმებისა და ოჯახის შექმნის ასპექტებს. განმეორებითი კვლევის ძირითადი ელემენტები შემდეგია:


  • არსებული პოლიტიკისა და კანონმდებლობის მიმოხილვა
  • მონაცემების შეგროვება,
  • განმეორებითი კვლევისთვის პარამეტრების შემუშავება,
  • ამ პარამეტრების შეფასება მათი ტექნიკური, პოლიტიკური და ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით

ბავშვებისა და ახალგაზრდების ევროპული განმეორებითი კვლევის (ELSCYP) შესაძლებლობის შეფაებისთვის MYWeB-ს აღებული აქვს დაბალანსებული მიდგომა, როგორც მეცნიერული ასევე პოლიტიკური ასპექტების პროირიტეტით.


მეცნიერებასა და პოლიტიკას შორის ბალანსის დაცვა შეფასებითი მეთოდოლოგიის გამოყენებით გარანტირებულია. ეს მეთოდოლოგია უზრუნველყოფს, შედეგები იყოს მეთოდლოგიურად მყარი, ტექნიკურად შესაძლებელი და ფინანსურად ღირებული. 6 ქვეყნაში ჩატარებული პილოტური კვლევის შედეგად მიღებული ემპირიული მონაცემები წარმოადგენენ ზუსტ მტკიცებულებას ELSCYP განხორციელების შესაძლებლობაზე. დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრის ჩართულობა, რომელიც მოიცავს პოლიტიკის შემქმენელებს ევროპის, წევრი სახელმწიფოებისა და რეგიონულ დონეზე, უზრუნველყოფს პროექტის შედეგში გათვალისწინებული იყოს პოლიტიკის შემქმენლების ფართო სპექტრი.


ბავშვები და ახალგაზრდები ინტეგრირებულები არიან პროქტის დიზაინში, რათა დაეხმარონ ცნებების ოპერაციონალიზაციას. ასევე, გასაგები გახდეს რა იქნება საუკეთესო მოდელი ELSCYP კვლევისთვის.


პარტნიორები

MYWeB პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, რომელიც 13 კვლევითი ორგანიზაციისა და ინსტიტუტისგან შედგება. კონსორციუმში შედიან მკვლევრები განსხვავებული დისციპლინარული გამოცდილებით ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის, მოვლის, განათლების, გარემოს, რომელშიც იზრდება ბავშვი, დასაქმებისა და დასვენების საკითხებში. ასევე, ყველა ჯგუფს აქვს კვლევის ჩატარების გამოცდილება. თითოეული პარტნიორი ორგანიზაცია არის ასევე FP7 მიერ დაფინანსებული პროექტის — MYPLACE — მონაწილე და აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება. კონსორციუმში არის გუნდი განმეორებითი კვლევების საერთაშორისო რეპუტაციით, რაც უზრუნველყოფს პროექტის შედეგების მეტ სიზუსტეს.

თარიღები

პროექტი დაიწყო 2014 წლის მარტში და გაგრძელდება 30 თვის განმავლობაში.


ადმინისტრაციული დეტალები

  • საერთო ღირებულება EUR 1 659 881,71
  • EU წვლილი EUR 1 493 481,50
  • პროექტის კოორდინატორი Manchester Metropolitan University
  • დაფინანსების სქემა CSA-SA — Support actions

Language Option